ავტოსაგზაო შემთხვევის გაუარესებული სტატისტიკა

25 ივლისი 2016, 00:00 2537 ნახვა

ყოველწლიურად საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი იღუპება-ასეთია ოფიციალური სტატისტიკა. თუმცა, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი წელს გაუარესდება. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მომრავლებული საგზაო შემთხვევები ქვეყანაში ტრანსპორტის მიმართულებით კონკრეტული პოლიტიკის არარსებობის შედეგია. დავით მესხიშვილი ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის დეპარტამენტის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს. მისივე ინფორმაციით, უნდა გამკაცრდეს სანქცია სიჩქარის გადაჭარბებაზე და უწყვეტი ხაზის გადაკვეთაზე, სავალდებულო უნდა გახდეს მიკროავტობუსებისთვის და ავტობუსებისთვის სიჩქარის ჩამწერი ტაქოგრაფების გამოყენება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი