ცხინვალის იზოლატორში მყოფი მაია ოთინაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ქეთევან ციხელაშვილი

03 ოქტომბერი 2018, 00:00 1616 ნახვა

ცხინვალის იზოლატორში მყოფი მაია ოთინაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია- განაცხადა  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.  იგი  ხურვალეთში იმყოფებოდა  და ცხელი ხაზის მეშვეობით მიღებული ბოლო ინფორმაცია უკანონოდ დაკავებულის ოჯახის წევრებს ცოტა ხნის წინ მიაწოდა.

მინისტრის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება და ძალისხმევაა მობილიზებული და საქმეში ასევე ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, მსგავს უკანონო დაკავებების დროს ტარდება ე.წ სასამართლო,   მომდევნო 2 დღეში.  37 წლის მაია ოთინაშვილი ოკუპანტებმა გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელ ახალი ხურვალეთიდან 29 სექტემბერს გაიტაცეს. ოთხი დღის განმავლობაში მის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ იყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი