დაახლოებით ორ საათში ბათუმის რკინიგზის სადგურში ახალი ორ სართულიანი მატარებელი შემოვა, შესაბამისად მგზავრები დღეიდან სწორედ ახალი მატარებლებით გადაადგილდებიან. მას ერთდროულად 400 მგზავრის გადაყვანა შეუძლია და იგი შშმ პირებზეცაა გათვლილი. რაც შეეხება გრაფიკს, ზაფხულის სეზონზე ინტენსიურად იმოძრავებს, სექტემბრიდან კი სპეციალური გრაფიკით. ბილეთის ფასი უცვლელია. ამ ეტაპზე ორი მატარებელი იმოძრავებს, საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით კი დეკემბერში კიდევ ორი დაემატება.