ზაზა ოქუაშვილის განცხადება ცხარე კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ქართული ოცნება ევროპული საქართველოს წევრებმა ბიზნესის რეკეტში დაადანაშაულა და პარლამენტში მთავარი პროკურორის დაბარება მოითხოვა.
მათი თქმით, ომეგა ჯგუფის საქმეზე პასუხების გაცემა მთავარ საგამოძიებო უწყებას მოუწევს. " მასშტაბი არ გქონდათ იმხელა, თორემ ჰოლოკოსტს კი არა, უარესს მოუწყობდით ქართველ ხალხს- ასე მიმართა ოპონენტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. კამათის დროს აკაკი ბობოხიძემ ბიუროს დარბაზი დატოვა.