ქობულეთის ვოკალური ანსამბლი „ვახტანგური -2-მა'' ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში ოცდამეერთე საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე მეორე ადგილი მოიპოვა. 15 წევრიანი ანსამბლი ფესტივალზე 3 სიმღერით წარსდგა, რომლებისთვისაც ეს პირველი საერთაშორისო კონკურსი იყო.
ანსამბლს ბაქოს საერთაშორისო ფესტივალზე მიწვევა მომავალ წელსაც აქვს.