„შემოდგომა ქედაში“

29 სექტემბერი 2018, 00:00 2213 ნახვა

„შემოდგომა ქედაში“-მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმისთვის ემზადებიან: აგრო ბაზრობა, სპორტული და გასართობი აქტივობები, ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა და ქუჩების მოხატვა. ღონისძიების მთავარი ეპიცენტრი რუსთაველის ქუჩაზე არსებული პარკი იქნება, რომელსაც სპეციალურად ამ დღეს ფრიდონ ხალვაშის სახელი მიენიჭება. 

ადგილობრივი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით დაგეგმილია კონცერტი, ხვალ დასახელდებიან საპატიო  ქედელებიც.  სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ სხვადასხვა სახელწოდებებით 1931 წლიდან იმართება.  

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი