მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადასაღებად საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. აჭარის განათლების სამინისტრო გამარჯვებულ კინომწარმოებელს 15 ათასი ლარით დააფინანსებს. საბუთების მიღება 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
შემდეგ კი ხარვეზების კომისია დოკუმენტებს გადაარჩევს. ჟიური კი პროექტის შინაარსობრივ მხარეს შეაფასებს. კრიტერიუმებს შორისაა ვალდებულება, რომ ფილმის წარმოება რეგიონში მოხდეს და ეპიზოდები აჭარის ტერიტორიაზე გადაიღონ.
უპირატესობა ენიჭება კინოპროექტს, რომელსაც მოპოვებული აქვს ალტერნატიული დაფინანსებაც. გადაღებები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ფილმის წარდგენა კი რეჟისორს მომავალ წელს შეუძლია.