გაჭიანურებული ნაპირგამაგრებითი სამუშაოები

26 სექტემბერი 2018, 00:00 1691 ნახვა

ქობულეთში ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობის გასაგრძელებლად კომპანიას მეორედ შეარჩევენ. შეჩერებული სამუშაოები ოქტომბერში უნდა განახლდეს . სანაპიროზე ჯებირების მშენებლობა შემსრულებელმა კომპანიამ დათქმულ ვადებში ვერ დაასრულა, რის გამოც ხელშეკრულება შეუწყდა.

კომპანიის გამოსავლენად ტენდერი უკვე დასრულდა და ამ ეტაპზე პრეტენდენტების შერჩევა მიმდინარეობს. სატენდენდერო პირობების მიხედვით ჯებირებისა და მის გასწვრივ სავალი ნაწილის მოწყობა მომავალი წლის 1 ივნისამდე უნდა დასრულდეს. 8 მილიონიან პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში