ევროსაბჭოს მედიის კომიტეტი საზოგადოებრივი მაუწყებლების მუშაობით ინტერესდება

25 სექტემბერი 2018, 00:00 2403 ნახვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის მედიის კომიტეტი, საზოგადოებრივი მაუწყებლების მუშაობით ინტერესდება. ევროსაბჭოს წარმომადგენლებს მედიის როლი, ისეთი ქვეყნების მაგალითზე აინტერესებთ, სადაც პროპაგანდა განსაკუთრებით მაღალია. 

მაუწყებლის ალიანსის განვითარების დირექტორი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ მოხსენება მოამზადა, სადაც ორი მედიასაშუალება აჭარის საზოგადოებრივი და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლებია შედარებული.

მისივე თქმით, აჭარის მაუწყებელმა მიმდინარე წელი, პროპაგანდასთან ბრძოლის წლად გამოაცხდა და ამ მიმართულებით ბევრ კონკრეტული ნაბიჯი გადადგა.

''საქართველოს მაგალითი საკმაოდ საინტერესოა იმიტომ, რომ ამ კუთხით გვაქვს წარუმატებელი და წარმატებული გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი გვაქვს ქვეყანაში, არის ორი განსხვავებული პრაქტიკა. მაგალითად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან ბევრ კონკრეტულ ნაბიჯს დგამს ამ მიმართულებით. მათ შორის ჩვენ ვხედავთ, პროაქტიურ მოქმედებებს, ვხედავთ კონკრეტულად საკუთარი კონტენტის წარმოებას, რომელიც უშუალოდ ეხება ევროინტეგრაციას, მიმართულია ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ და ცდილობს განეიტრალდეს''. 

''მაუწყებლის ალიანსის განვითარების'' დირექტორი ამბობს, რომ მსგავსი მკაფიო პროდუქტები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელში არ შეიმჩნევა და მსგავსი კონტენტი ეთერიდან გაქრა.  

''ზოგადად რამდენად შეიძლება იყოს პრობლემა მედია პოლარიზებულ ქვეყნებში, საზოგადოებრივი მაუწყებელი იქცევა გავლენების ქვეშ, როგორ ხდება ის თავადაც პროპაგანდის გამტარი და ვერ ახერხებს შეწინააღმდეგებას. ჩვენ შეხვედრაზე წარმოვადგენთ როგორც წარმატებულ ისე წარუმატებელ მაგალითებს'' - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ნათია კუპრაშვილმა. 

საქართველოს პარლამენტში ევროსაბჭოს ასამბლეის სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი