სამართალდამცველებთან ურთიერთობის სტანდარტებსა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ისაუბრეს ქედაში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოქალაქეებთან დისკუსიის ფორმატში გამართა.
შეკითხვები ძირითადად საშეშე მასალების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებულ დავებს შეეხებოდა. ადგილობრივებს შესაძლებლობა მიეცათ ინდივიდუალურად მიეღოთ უფასო კონსულტაცია მათთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებზე.