ქობულეთში მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული 35 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ინფორმაციით, შეტყობინება ქალის გაუჩინარების შესახებ დილოს 7 საათსა და 5 წუთზე მიიღეს.
მამუკა თურმანიძის განცხადებით, მაშველებმა ცხედრის პოვნა რამდენიმე წუთში შეძლეს. გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
გამოძიება შსს 115 მუხლით მიმდინარეობს,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს