ხელოვანები კახა ჯინჭარაძის დასახმარებლად

23 ივლისი 2016, 00:00 5949 ნახვა

ქართველი ხელოვანები კახა ჯინჭარაძის დასახმარებლად ერთიანდებიან. საქველმოქმედო საღამო ქობულეთის ამფითეატრში 25 ივლისს საღამოს 8 საათზე გაიმართება.  კონცერტში ანსამბლი “ალილო”,  “ქართული ხმები”, “მხედრული”,  მომღერალი  დავით კენჭიაშვილი და სხვა ცნობილი სახეები მიიღებენ მონაწილეობას. კახა ჯინჭარაძეს თირკმლის ტრანსპლანტაცია აქვს გაკეთებული, ამჯერად კი მას უცხოეთში გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის 7 ათასი ლარი ესაჭიროება. ხელოვანები მოქალაქეებს საქველმოქმედო კონცერტში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებენ. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი