ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში გუშინ საღამოს დაგეგმილი კინოჩვენება ღია ცის ქვეშ დაგვიანებით დაიწყო. ორგანიზატორების განცხადებით, ევროპის მოედანზე კინოჩვენების დროს როკ-კონცერტი მიმდინარეობდა, რომელიც 18 საათის ნაცვლად 2 საათის დაგვიანებით დაიწყო, რამაც კინოჩვენებას ხელი შეუშალა.
ფესტივალის მენეჯერის თქმით, კინოჩვენებისთვის სხვა ტერიტორიის გამოყოფის თხოვნით მერიას მიმართეს, თუმცა საკითხი მოუგვარებელი დარჩა. მერიაში აცხადებენ, რომ განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.