გაერთიანებული სარჩელის არსებითი განხილვა

23 ივლისი 2016, 00:00 2187 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი უგულავასა და ე.წ. “კაბელების საქმის” ადვოკატების სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.  მოსარჩელე მხარეები სასამართლოსა და პროკურატურაში სამართალწარმოების გარკვეული პროცედურების ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ. მათი განცხადებით, კონკრეტული საკანონმდებლო ჩანაწერები, რომლებიც გიორგი უგულავასა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ სამართალწარმოებისთვის იყო გამოყენებული, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 18-ე, 14-ე და 42-ე მუხლებთან. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელების გაერთიანების გადაწყვეტილება მათი შინაარსობრივი იდენტურობიდან გამომდინარე მიიღო. გუშინ მოსამართლეების ნაწილმა, ზეწოლასთან დაკავშირებით გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების მოტივით შუამდგომლობა დააყენა საქმის განხილვა გადადებულიყო, რაც არ დაკმაყოფილდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი