აქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი მიიღო. შეხვედრისას საუბარი შეეხო, იმ პროექტებს, რომელსაც ეუთოს ეროვნული უმცირესობების ოფისი ახორციელებს საქართველოში.
განხილვის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსული აგრესიის შედეგები იყო, მათ შორის ამ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემები, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებსა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვას.