800-მდე მოზარდი დარჩა ბაღის გარეშე მხოლოდ ბათუმში, 500-მდე ბავშვს ვერ წაიყვანს მშობელი საჯარო ბაღში ქობულეთში, 200 ბავშვი კი ხელვაჩაურში რჩება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გარეშე. საბავშვო ბაღები არ აქვთ მაღალმთიანი აჭარის სოფლების უმეტესობაში. ხულოს 85 სოფლიდან მხოლოდ 27-შია ბაღი, შუახევში კი მხოლოდ 10-ში. ერთადერთი, სადაც ამბობე, რომ თავისუფალი ადგილები დარჩათ ეს ქედაა, თუმცა სავარაუდოდ ამ შემთხვევაში მიზეზი მანძილი და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სირთულეებია.
ახალი ბაღების მშენებლობაა მოკლედ კვლავ გამოწვევა მთელი რეგიონისთვის, თუმცა ამასთან არსებულის რეაბილიტაციაც, რადგან ზოგიერთ სოფელში ისეთ შენობაში მიმდინარეობს სააღმზრდელო პროცესი, სადაც ინფრასტრუქტურა არაა სათანადო.