ამ წუთებში ევროპის მოედანზე, ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალის დასკვნითი კონცერტი მიმდინარეობს. ფესტივალი კონკურსის ელემენტებსაც შეიცავს და მსმენელის წინაშე ადგილობრივი შემსრულებლები გამოდიან. საუკეთესოს სპეციალურად მოწვეული ჟიური შეარჩევს. საპილოტე პროექტი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მონაწილეებისთვის ჩატარდა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით სემინარი. პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა საავტორო მუსიკალური ნომრის შესრულება იყო. მუსიკალური ფესტივალის მიზანი ახალგაზრდა მუსიკოსების ხელშეწყობა, წახალისება, მოტივაციის გაზრდა და მათი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.