საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი წევრი მოსამართლის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

22 ივლისი 2016, 00:00 4008 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავასა და ე.წ. “კაბელების საქმის” ადვოკატების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსარჩელე მხარეები სასამართლოსა და პროკურატურაში სამართალწარმოების გარკვეული პროცედურების ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ. მათი განცხადებით, კონკრეტული საკანონმდებლო ჩანაწერები, რომლებიც გიორგი უგულავასა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ სამართალწარმოებისთვის იყო გამოყენებული, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 18-ე, 14-ე და 42-ე მუხლებთან. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელების გაერთიანების გადაწყვეტილება მათი იდენტურობიდან გამომდინარე მიიღო. აღსანიშნავია, რომ პროცესის დაწყებამდე მოსამართლეების ნაწილმა გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების მოტივით, რომელიც სასამართლოზე ზეწოლას უკავშირდებოდა, სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა. თუმცა ის არ დაკმაყოფილდა და საქმის განხილვა ისევ განახლდა. 

ამავე კატეგორიაში