ბათუმის ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ 8 000-მდე აბონენტი წყალს უწყვეტ რეჯიმში მიიღებს. პირველ ეტაპზე მოწესრიგდება ფრიდონ ხალვაშის გამზირი, ხახულისა და გოდერძი ჩოხელის ქუჩები.
პროექტის ღირებულება 1 მილიონ 700 ათასი ლარია. პროექტის მეორე ნაწილისთვის, რომელსაც ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, შპს ,,ბათუმის წყალი“ ახორციელებს, 2 მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯება.