სახელმწიფომ გაყიდა მიწა, რომელსაც მოქალაქეები გზად იყენებდნენ - აქცია ხელვაჩაურში

13 სექტემბერი 2018, 00:00 2992 ნახვა

ოპიზრების დასახლებაში ტერიტორია, რომელსაც მოქალაქეები საავტომობილო გზად იყენებდნენ, აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული აუქციონის წესით გაყიდა. ტერიტორიაზე კი თუნუქის ქარხანის გაფართოვება იგეგმება. 

გაყიდულ ნაკვეთით 40 ოჯახი სარგებლობდა, მათი მტკიცებით უბანში შემავალი სხვა სატრანსპორტო გზა არ არსებობს. აქ მაცხოვრებლებს სახლები და მიწა საკუთრებაში რეგისტრირებული არ აქვთ. 

დღეს ამ უბნის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს, ისინი საავტომობილო გზის ათვისებას აპროტესტებენ, ასევე ამბობენ, რომ დასახლებასთან ახლომდებარე ქარხნიდან ხმაურიც ისმის, რაც ძალიან აწუხებთ. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიწა ელექტრონული აუქციონის წესით გაიყიდა, იქ არ არსებობდა ოფიციალური გზა და თვითნებურად იყო მოწყობილი. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში