ბიაფი 2018

13 სექტემბერი 2018, 00:00 2085 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი მუსიკალურ ცენტრში  16 სექტემბერს გაიხსნება. ორგანიზატორებმა ფესტივალის შესახებ ფრესკონფერენციაზე ისაუბრეს. წელს ფესტივალზე  35 ქვეყნიდან 100 -მდე კინო იქნება წარმოდგენილი. ფილმები გადანაწილებულია საკონკურსო და არასაკონკურსო სექციებში.

ფესტივალს კინოს 110 წლისთავის აღსანიშნავად, კოტე მიქაბერიძის ფილმი „ჩემი ბებია“ გახსნის. კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი, წელს ფესტივალი სპეციალურ ჯილდოს ოპერატორ ლომერ ახვლედიანს გადასცემს. მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების ჩვენება კინოთეატრში და ღია ცის ქვეშ, ევროპის  მოედანზე გაიმართება.

რიგით მე-13 ფესტივალს  ხუთკაციანი საერთაშორისო ჟიური ეყოლება. ჟიურის თავმჯდომარე წელს სერგეი რახლინი იქნება. ის  ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის თავმჯდომარეა, ორგანიზაციის, რომელიც ამერიკის კინოდაჯილდოება „ოქროს გლობუსს“ ატარებს.

ამავე კატეგორიაში