ცვლილებები, რომლებიც მოსწავლეებს დაწყებით კლასებში დახვდებათ, სასწავლო პროგრამასა და გაკვეთილების პროცესს ეხება. მთავარი სიახლე ახალი წიგნებია. თუმცა რეგიონის სკოლებში შეცვლილი სახელმძღვანელოები ჯერ არ დაურიგებიათ, პედაგოგების თქმით, მათ ასევე არ უნახავთ თუ როგორია ახალი საგნის „მე და საზოგადოებ“-ის სახელმძღვანელო.
შეიცვალა უცხო ენის სასაწავლო პროგრამაც, პირველკლასელები ინგლისურს მეორე სემესტრიდან ისწავლიან, ხოლო მეხუთე კლასიდან კიდევ ერთ უცხო ენას აირჩევენ. სკოლა ვალდებული იქნება მოსწავლეს ორი უცხო ენა შესთავაზოს. მცირდება გაკვეთილების ხანგრძლივობაც.