აკი ბაშოს მესამე დღეს ოძეკი ტოჩინოშინმა პირველად წააგო. ახალგაზრდა კომოსუბიმ თავდაცვითი ილეთით მოახერხა ფავორიტის დამარცხება და სუპერტურნირზე პირველად მოიგო. ლევან გორგაძეს ბალანსი 2:1 ზე აქვს. ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება. მომდევნო მეტოქე მონღოლი კომუსუბი ტამავაში იქნება.