ორი საერთაშორისო ტურნირი დასრულდა ბათუმში: სპორტულ ტანვარჯიშსა და მშვილდოსნობაში. ქართველმა სპორტსმენებმა ათეულობით მედალი მოიპოვეს. ზედიზედ მეორე წარმატებული მატჩი ჩაატარა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმაც, რომელიც გუშინ ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდა. ქართველი სპორტმენების წარმატებასა და სპორტის სიახლეებზე, დღეიდან, 6 საათიან მთავარ გამოშვებაში ჩვენი კოლეგა, ქეთი ბოლქვაძე გვიამბობს.