„თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ – სამოქალაქო, პოლიტიკური პოზიცია, კონფრონტაციისა თუ პროვოკაციის სურვილი, ყველაფერი, რაც შორს არის სპორტისგან და არეულობის, სირცხვილის მომტანია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც საქართველო - ლატვიის საფეხბურთო მატჩამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა.
თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ დღევანდელ თამაშზე ბევრი ადამიანი მოვა და საქართველოს ნაკრები შეხვედრას გამარჯვებით დაასრულებს.