დღეიდან ქედის მუნიციპალიტეტის რვა უბანს ახალი მცირეტვირთამწეობის მანქანა მოემსახურება. მერიამ ტექნიკისთვის 14 700 ლარი დახარჯა. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს იმ უბნებიდან გაიტანენ, საიდანაც რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდებოდა ტრანსპორტის გადაადგილება.
ამავე ავტომობილებით შესაძლებელია ნაგვის ურნების დეზინფექცია. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის 64 სოფელში 310 ნაგვის კონტეინერია განთავსებული.