მონადირეების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან უცვლელი მოთხოვნით 

06 სექტემბერი 2018, 00:00 1692 ნახვა

დღესვე მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებოდნენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ მონადირეები. მათ გონიოში ნადირობის უფლების აღდგენა სურთ. ამბობენ, რომ მათთვის სანადირო ტერიტორია მცირე და საფრთხის შემცველია. მონადირეები თანხმობის მიღების შემთხვევაში გონიოში იმ ტერიტორიის მოწესრიგების პირობას დებენ, რომელიც მათი თქმით დანაგვიანებულია.

იმ შემთხვევაში თუ თორნიკე რიჟვაძე მათ არ შეხვდება ისინი  აქციების მასშტაბის გაზრდას გეგმავენ. აჭარის მთავრობამ მონადირეებს ერთი კვირის წინ წერილობით უპასუხა, სადაც ეწერა, რომ სანადირო ტერიტორიის შესწავლა გარემოს დაცვის ინსპექციას დაევალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი