დამატებით 51 ეკო-ტესტი მართვის მოწმობის მისაღებად 

04 სექტემბერი 2018, 00:00 7043 ნახვა

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ტესტებს სატრანსპორტო საშუალების ეკო-მართვის 51 ტესტი დაემატა.  ცვლილება ძალაში 2018 წლის 30 სექტემბრიდან შევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეკო-მართვის საგამოცდო ტესტები ხელს შეუწყობს მომავალი მძღოლების ინფორმირებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. რაც შეეხება ახალ ტესტებს -  სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ევროპული სტანდარტების შესაბამისად მომზადდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი