რა ფუნქციებს შეასრულებენ ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები ახლებურად განსაზღვრულ ოლქებთან მიმართებაში-საკითხზე აჭარისა და გურიის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ინსტრუქტაჟი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმდჯომარე თამარ ჟვანიამ გაუწია. საარჩევნო კანონმდებლობის ინსტრუქციების განხილვისას, დაისვა საკითხი კარგავენ თუ არა დამატებითი ოლქები ფუნქციას? გარდა ამისა, მესამე სექტორის წარმომადგენლები იმ შესაძლო ხარვეზებზე საუბრობენ, რომლებიც დამხმარე და ძირითად ოლქების მუშაობის სფეციფიკაში შესაძლოა გამოიკვეთოს. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების ნუმერაცია არ შეცვლილა, საოლქო საარჩევნო კომისია თავის უფლებამოსილებას შექმნილ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის შესაბამის ტერიტორიაზე ახორციელებს.