დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციების განხილვა

04 სექტემბერი 2018, 00:00 2029 ნახვა

დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასკვნით ეტაპზეა. დღეს გადაწყდა, რომ კომისია მხოლოდ  ერთ დასკვნას მოამზადებს. უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ შეიტანონ შესწორებები „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვაში, იმ საკითხებზე, რაზეც მხარეებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ.

დეპუტატები განმარტავენ, რომ სადავო საკითხებზე კენჭისყრა ჩატარდება და მხოლოდ, შემდეგ შევა შესწორებები დოკუმენტში. „ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ გამოძიება არ წარიმართა ობიექტურად, რადგან გამომძიებლები იყვნენ მიკერძოებულები. რასაც არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში. თუმცა, როგორც ამბობენ, გამოძიების მიმართ შენიშვნები მათაც აქვთ. უმცირესობის წევრები, ამბობენ, რომ გამოძიება მას შემდეგ წარიმართა არასწორად, რაც გამომძიებლებმა, გაიგეს, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში მირზა სუბელიანის შვილი იყო ჩართული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი