იტალიელ ბიზნესმენთა დელეგაცია აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში

03 სექტემბერი 2018, 00:00 1993 ნახვა

იტალიის საწარმოთა ასოციაციას აჭარის სამთავრობო უწყებებთან ერთად რეგიონისა და ბათუმისათვის პრიორიტეტული პროექტების განვითარების შესაძლებლობების შესწავლა სურს. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სავაჭრო-სამრეწველო პალატაში დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

ბიზნესმენების ინფორმაციით, მათი ინტერესის სფეროს თანამედროვე ტექნოლოგიები, საგზაო ინფრასტრუქტურა, საგადასახადო მართვის სისტემები, მობილობა, გარემოს დაცვა და ტურიზმი წარმოადგენს. იტალიის საწარმოთა ასოციაცია “ასსოიმპრესე”, რომელიც 600 ათასამდე მცირე და საშუალო საწარმოს აერთიანებს, მზად არის აჭარაში მოქმედ ბიზნესსუბიექტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. ამ მიზნით ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვედრებს აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლებთანაც გეგმავენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი