სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2018“ დაიწყო. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა მონაწილეობს. საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება საქართველოში მერვედ იმართება.
იგი კომპიუტერული სიმულაციური სისტემების მხარდაჭერით, ძალების მიზიდვის გარეშე, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობის ლიდერობით განხორციელდება. სწავლება სენაკში მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ჩატარდება.