აჭარის პროკურატურასთან ბრალდებულების ხვიჩა კიწმარიშვილის და გიორგი კაკაბაძის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი უკანონო პატიმრები არიან და რამდენიმე დღეა შიმშილობენ. უფლებადამცველის თქმით, დაკავებულებს ბრალად ედებოდათ პორტატული კომპიუტერის მოპარვა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა რომ ტექნიკა მესაკუთრის ბინაში იყო, რის შემდეგაც მათ გამოყენებული სუნამოს და 10 დოლარის მოპარვა დააბრალეს. აქციის მონაწილეები პროკურატურას საქმეების გადახედვას სთხოვენ.