დანაშაულის მომატებული ფაქტები და საქმეების გახსნის შემცირებული რაოდენობა - IDFI სტატისტიკას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაცია მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულის სტატისტიკის ინტენსიური გამოქვეყნების ტრადიციას, თუმცა იმავდროულად ეჭვქვეშ აყენებს გასული წლების მონაცემებს. რამ გამოიწვია სტატისტიკის ზრდა? – „მკვეთრად გაუარესებული კრიმინოგენური მდგომაროება თუ წინა წლებში დამალული სტატისტიკის შედეგი?“ - სწორედ ეს არის კვლევის სათაური.
ფიქრობენ რომ შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტრო წინა წლებში რეალურ მონაცემებს მალავდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მოუწოდებს სამინისტროს შეისწავლოს მონაცემები, სადაც შესაძლოა გამოიკვეთოს ფალსიფიკაციის ფაქტები.