„ჩვენ ვზეიმობთ კონსტიტუციის დღეს და ამ ზეიმში არის სირთულეების გააზრებაც და მომავლის ხედვაც“ აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიღებაზე, რომელიც კონსტიტუციის დღეს მიეძღვნა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცესში საზოგადოების კონსოლიდაციისა და ერის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, უმნიშვნელოვანესი და სასიხარულოა, როდესაც ერს შესაძლებლობა აქვს თავის ენაზე დაწეროს თავისი კონსტიტუცია.