ქედის საკრებულომ ამომრჩევლებს ერთ წელში ანგარიშის ორჯერ ჩაბარებაზე უარი უთხრა

22 აგვისტო 2018, 00:00 1869 ნახვა

როდის ჩააბარებს მოსახლეობას ანგარიშს ქედის საკრებულო? ინიციატივა, რომელიც „დემოკრატიის ინსტიტუტს“ ეკუთვნოდა და წინა მოწვევამ დაამტკიცა კიდეც გაუქმებულია - საუბარია პეტიციაზე, რომლის მიხედვითაც დეპუტატებს 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაებარებინათ ანგარიში ამომრჩევლისთვის.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მიიჩნია კანონთან შეუსაბამოდ. ახლა საკრებულოში ამბობენ, რომ მათ წელიწადში ერთხელ აქვთ ოფიციალურად ამის ვალდებულება. ვადა კი 1 ნოემბერს იწურება. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი