უეფამ გურამ კაშია დააჯილდოვა

22 აგვისტო 2018, 00:00 1792 ნახვა

UEFA-ს გადაწყვეტილებით, Equal Game-ს ჯილდო საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს და ამერიკული „სან ხოსეს“ ფეხბურთელს გურამ კაშიას გადაეცა.

გასულ სეზონში, ჰოლანდიური „ვიტესის “ რიგებში ასპარეზობისას, კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიური კლუბების სხვა კაპიტნებმა, ცისარტყელის ფერებში შემოსილი სამკლაურები გაიკეთეს, რაც ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას უკავშირდებოდა. 
ქართველმა ფეხბურთელმა ამ ნაბიჯით მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია.

ამ ქმედებამ, ქართველი საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, რომლებიც მის ნაკრებიდან მოკვეთას მოითხოვდნენ, თუმცა ფეხბურთელს მხარდამჭერებიც უხვად ჰყავდა.. 
კაშიას მიმართ მხარდაჭერა ოფიციალურად დააფიქსირა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და უეფას პრეზიდენტმა ალექსანდ რჩეფერინმაც.

„მოხარული ვარ, რომ უეფასგან ეს ჯილდო გადმომეცა. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ალექსანდ ჩეფერინს. მე მჯერა თანასწორობისა და თანაბარი უფლებების და ყოველთვის დავიცავ ამ პრინციპებს“ - განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.

ამავე კატეგორიაში