აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის მოთხოვნით მონადირეები მთავრობის ადმინისტრაციულ შენობათან შიკრიბნენ. ისინი სანადირო ადგილის გამოყოფას 6 წელია ითხოვენ. საკითხთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯოდმარეს წერილით უკვე მიმართეს. მათ გონიოს პოლიგონზე ნადირობა 2013 წლიდან აეკრძალათ როდესაც ჭოროხის დელტა ქალაქის საზღვრებში მოექცა. მავრობამ მონადირეებს ალტერნატიული ადგილი მეზობელ რეგიონში გამოუყო თუმცა მიონადირეები ამბობენ, რომ ტერიტორია შემოსაზღვრულია და ნადირობის უფლება არ აქვთ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, კომენტარი დღეს ერთ ერთი დეპარტამენტის ხელმძღვამელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ წერილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშია გადაგზავნილი და პასუხს ელოდებიან. გარემოს დაცვის სამინისტროში ინფორმაცია დაგვიდასტურეს და გვიტხრეს რომ პასუხს 10 სამუშაო დღეში მიიღებენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით კი, გონიოს პოლიგონს ფეთქებადი ნივთიერებისგან წმენდენ.