ჭაბუკთა შორის აჭარის მორაგბეთა ნაკრები საწვრთნო შეკრებას ქუთაისში გაივლის. მომზადების კურსი 8 დღის განმავლობაში გაგრძელდება. აჭარის ნაკრები ეროვნულ ჩემპიონატზე ასპარეზობს. მწვრთნელის განცხადებით, მორაგბეებისთვის მსგავსი ტიპის აქტივობები მნიშვნელოვანია. საწვრთნო შეკრებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში აფინანსებს.