მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სუსში დაკითხვაზე დაიბარეს

14 აგვისტო 2018, 00:00 2072 ნახვა

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა, უწყების კონტრტერორისტულ ცენტრში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით მიმდინარეობს. 

მალხაზ მაჩალიკაშილის განცხადებით, ის სუსის წარმომადგენლებმა, სამი ​თვის წინ, რუსთაველზე გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, სადაც თქვა, რომ თანამოაზრეებთან ერთად სუსში შესვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა. "ბუნებრივია მე ეს ვთქვი ემოციურ ნიადაგზე" - განაცხადა ჟურნალისტებთან მაჩალიკაშვილმა

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისლის სამართლის კოდექსის 18-323 მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 31 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი შეფიცულებთან ერთად აპირებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შესვლას და თავის აფეთქებას. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მალხაზ მაჩალიკაშვილი დაბარებულია დაკითხვაზე“, - განმარტება სუს-ის წარმომადგენელმა ინტერპრესნიუსთან გააკეთა. 

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში უკვე მივიდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი