ავარიის შედეგად ტრაპიზონში საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ. პირველადი ინფორმაცით, მიკროავტობუსი ცენტრალურ მაგისტრალზე ამობრუნდა. ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა. სამარშრუტო ტაქსში საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
ტრაპიზონის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.
ჩვენი ინფორმაციით საქართველოს ერთი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. აჭარის მაუწყებელი ტრაპზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან აზუსტებს ინფორმაციას.
ერთი კვირის წინ, 7 აგვისტოს, ტრაპიზონში კიდევ ერთი ავარია მოხდა. ქართული სანომრე ნიშნის მიკროავტობუსი უკანა მხრიდან მსუბუქი ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, მსუბუქად დაშავდა საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებსაც ოპერატიულად ჩაუტარდათ სამედიცინო დახმარება.