ხულოში ქალის დაჭრის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

12 აგვისტო 2018, 00:00 1838 ნახვა

ხულოში, სოფელ ალმეში ქალი სავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებული რეანომობილით ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოში გადმოყავთ. განზრახ სხეულის დაზიანების ბრალდებით კი პოლიციამ 50 წლამდე მამაკაცი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით საქმესთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით შემთხვევა დღეს მოხდა და პოლიციამ ამავე სოფელში მცხოვრები 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავა. დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი