უფასო სამედიცინო გამოკვლევები მაღალმთიანეთში

15 აპრილი 2016, 00:00 2824 ნახვა

ხვალიდან ხულოში, შუახევსა და ქედაში უფასო სამედიცინო აქციები იწყება. ხულოში, ხიხაძირის თემში ადგილობრივებს ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი და უროლოგი მოემსახურება. შუახევში კი  უფასო კონსულტაციებს მოსახლეობას, რომელიც  ზამლეთის თემში ჩატარდება ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ტრავმატოლოგი და უროლოგი გაუწევს. ლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, უროლოგი, პედიატრი, ფტიზიატრი, კარდიოლოგი, ალერგოლოგი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი და ექოსკოპისტი ქედაში, მერისის თემის მოსახლეობას მოემსახურება. უფასო სამედიცინო აქციები სამივე მუნიციპალიტეტში 11:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება. 

ამავე კატეგორიაში