კომბინირებული სწავლება ''ღირსეული პარტნიორი 2018''-ის ფარგლებში

10 აგვისტო 2018, 00:00 1805 ნახვა

მრავალეროვნული  სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018" ფარგლებში, ვაზიანში, კომბინირებული სწავლება გაიმართა. ქართველმა, ამერიკელმა, ბრიტანელმა და უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის  ვერტმფრენით „შავი  ქორი" და ''დელტას'' მიერ წარმოებული ქართული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანით „დიდგორით“ იმოქმედეს.  

მრავალეროვნული  სამხედრო  სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი