ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებს გაეცნო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი . მავნებელთან ბრძოლის შტაბში ტიტე აროშიძე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ერთად იმყოფებოდა. ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით რეგიონში ფაროსანას რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია.
მავნებელთან ბრძოლის სტრატეგიის მიხედვით აჭარაში მობილიზებულია მაღალი გამავლობის 6 და მექანიზატორის 26 სპეცტექნიკა თავისი შესაწამლი აგრეგატებით. ასევე ტყისპირა ზოლში დამონტაჟებულია 6 000 ფერომონი 1500 წერტილზე. რეგიონში თერმული ნისლით 16 480 ჰექტარი ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით 930 ჰექტარი ტერიტორიაა დამუშავებული.