ბულვარის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული ზღვაზე გადასასვლელი ბილიკი მოეწყო. ინიციატივა სამშენებლო კომპანია „მარდი ჰოლდინგს“ ეკუთვნის.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანიამ ბულვარის ადმინისტრაციის მიერ ნახევრად მოწყობილი ბილიკი, ხის ფიცრებით სანაპიროს ბოლომდე მიიყვანა. კომპანია მსგავსი სოციალური აქტივობისკენ სხვა კომერციულ ორგანიზაციებსაც მოუწოდებს.