აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფალაოზე. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით ეს არ იყო პირველი თავდასხმა თავისუფალ საქართველოზე.
მისი თქმით, გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის, რადგან არ გამტყდარა არც მორალი და არც რწმენა.