ავღანეთში ტერაქტისას ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

05 აგვისტო 2018, 00:00 1870 ნახვა

ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქართველი სამხედროები არ არიან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ქართველი სამხედროები, ფარვანის პროვინციაში იმყოფებიან, თუმცა აფეთქება ჩეხი სამხედროების სექტორში მოხდა.

ავღანეთის აღმოსავლეთში, ფარვანის პროვინციაში, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის 3 წევრი დაიღუპა. აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა მისიის კიდევ ერთი ამერიკელი წევრი და ორი ავღანელი სამხედრო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი