"დაუთმე გზა ქვეითს"_ამ სახელწოდებით აქცია ქობულეთის ახალგაზრდული გამგეობის ორგანიზებით გაიმართა. აქციაში ახალგაზრდული გამგეობის წევრები და მოხალისეები მონაწილეობდნენ. ახალგაზრდებმა ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარეს და მძღოლებს, რომლებმაც გადამსვლელებს გზა დაუთმეს წამახალისებელად სერთიფიკატები გადასცეს.