რეზერვისტთა მომზადება

04 აგვისტო 2018, 00:00 1233 ნახვა

რეზერვისტთა პირველი ნაკადის მომზადება დაიწყო.პირველ რეგისტრირებულებს ფიზიკური მომზადების ტესტები ჩაუტარდათ.  18-დან 50 წლამდე მოქალაქეებმა რეზერვში მისაღებად   წოლბჯენიდან აზიდვა, პრესი  და 3200 მეტრზე სირბილი  ჩააბარეს. ფიზიკური მომზადების ტესტების ჩაბარების შემდეგ რეზერვისტები ფსიქოლოგიურ ტესტს და სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგაც ისინი ტერიტორიულ რეზერვში 1 ოქტომბრიდან  ჩაირიცხებიან.

ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში, პირველ ეტაპზე, 18-დან 50 წლამდე ასაკის კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრები პირები მიიღებიან. საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი